PetitionOnline.uk

განცხადება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებისა და რეზიდენტების სახელით  

ე ეკატერინე თევზაძე ; ლალი ესებუა ; · GE

ვამაყობთ იმით, რომ ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები მუდამ იდგნენ ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის  სადარაჯოზე თავიანთი სიცოცხლის ფასად. მათი მაჯისცემა მუდამ საქართველოს ინტერესებსა და სამართლიანობას ემსახურებოდა და დღესაც ასე გრძელდება.

ჩვენ, ექიმი-რეზიდენტები, ვგმობთ არალეგიტიმურ მთავრობას, რომელიც ყოველდღიურად ამტკიცებს, რომ ძალადობა და უსამართლობა მისი ძირითადი იარაღია. ექიმები ყოველდღიურად ვიბრძვით სიცოცხლის გადასარჩენად. ჩვენ დავდეთ ფიცი, რომელიც გვავალდებულებს, რომ ვიყოთ ადამიანების ჯანმრთელობის სადარაჯოზე, დავიცვათ ისინი და ვიზრუნოთ თითოეულ მათგანზე განურჩევლად. დღეს კი, ვხედავთ ხელისუფლების მხრიდან არა ხალხის დაცვას, არამედ მათ მიმართ ჩადენილ ძალადობასა და სასტიკ მოპყრობას.

28 ნოემბერს გაკეთებული განცხადება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს და აბრკოლებს ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციას ევროკავშირში. ჩვენ ვდგავართ საქართველოს თავისუფლების, დემოკრატიისა და ევროპული ღირებულებების მხარეს.

მადლობას ვუხდით პროფესორ-მასწავლებლებს, რომლებიც უერთდებიან მომიტინგეებს, არ უშინდებიან დევნას და მათ გვერდით დგანან სამართლიანობისთვის ბრძოლაში. თქვენი უშიშრობა და სოლიდარობა ჩვენთვის მაგალითია, რომელიც გვიჩვენებს, როგორ უნდა იცხოვრო ღირსეულად.

განსაკუთრებულ სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს უფროს კოლეგას, კახაბერ ეცადაშვილს, რომელსაც ფიზიკურად გაუსწორდნენ და უსამართლოდ დააკავეს. ეს ნაბიჯი არა მხოლოდ პირადი თავისუფლების ხელყოფაა, არამედ - ქვეყნის საერთო ღირებულებებსა და იდეალებზე შეტევა.

ხალხის ხმა სამართლიანობისა და თავისუფლების დასაცავად არ ჩაიხშობა და გავაგრძელებთ ბრძოლას, სანამ სიმართლე არ იზეიმებს.

ეს არის ჩვენი პროფესია, ჩვენი მოწოდება და ჩვენი მოვალეობა – დავიცვათ სიცოცხლე, ადამიანის უფლებები და სამშობლოს თავისუფლება.

მტკიცედ გვჯერა, რომ ჩვენი ქვეყანა იმსახურებს მშვიდობიან, სამართლიან და ღირსეულ მომავალს!

Share this petition

Help this petition get more signatures.

Paste the link into a message and send it to friends who might sign.

Scan to sign

Show this code to a friend: they point their phone camera at it and can sign right away.




Paid advertising

PetitionOnline.uk will advertise this petition to 6,000 people.

Learn more...

Choose your budget
Payment method
PayPalGoogle PayApple PayCredit Card

Choose a payment method to continue.