დაიცავი შენი და ქვეყნის მომავალი
ჩვენ ქვემოთ ხელმომწერნს გვსურს, #42 საჯარო სკოლის ადმინისტრაციამ მიიღოსგადაწყვეტილება 10, 11, 12 კლასებში სწავლის დროებით შეჩერების შესახებ, ქვეყანაშიმიმდინარე პროტესტებიდან გამომდინარე.
ქვეყნის ისტორიაში დგას გადამწყვეტი მომენტი. მომენტი, როცა აუცილებელია ყველამდავაფიქსიროთ საკუთარი პოზიცია ქვეყნის ევროპულ მომავლის არჩევასთან დაკავშირებითხმამაღლა და გარკვევით. ყოველდღიურად გრძელდება უდანაშაულო ადამიანების მიმართსასტიკი ძალადობა განურჩევლად სქესისა და ასაკისა. ირღვევა ადამიანის უფლებები, პროტესტის შეჩერების გზები კი არის არაკონსტიტუციური. აუცილებელია მოხდეს ცვლილება. ცვლილებისთვის კი საჭიროა პროტესტი, არა მარტო რუსთაველზე, არამედ ყველგან, ყველადაწესებულებაში, საჯარო თუ კერძო, სკოლასა თუ უნივერსიტეტში.
გვესმის რომ განათლება უმნიშვნელოვანესია, თუმცა სწორედ ამ მიღებული განათლებით ჩვენუნდა ვემსახუროთ დამოუკიდებელ და თავისუფალ სამშობლოს.
“შვილებო! ჩემი მოვალეობაა თქვენ წიგნიწკენ და კალმისკენ მოგიწოდოთ, მაგრამ ერისცხოვრებაში არის ისეთი მომენტები, როცა საჭიროა ყველაფერი განზე გადასდო და იარაღითხელში მტერს მიეგებო. და აი, მეც თქვენ დღეს იარაღისკენ მოგიწოდებთ.” - ივანე ჯავახიშვილი1921 წელი