სტუ-ის პროფესორთა, მკვლევართა და სტუდენტთა პეტიცია უნივერსიტეტების შერწყმის შეჩერების მოთხოვნით

Comments

#1409

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არასდროს გახდება თსუ

shako meparishvili (rustavi, 2026-01-31)

#1427

ხელს ვაწერ, რადგან ვფიქრობ, აუცილებელია შეხვედრები, საუბრები და სწორად გააზრებული გადაწყვეტილების მიღება.

თამარ რაზმაძე (თბილისი, 2026-01-31)

#1433

გავბედოთ, შევხედოთ სიმართლეს თვალებში: „ოპტიმიზაცია“ – სიცრუეა. „რეიტინგები“ – ნიღაბია. როცა არ არსებობს ნდობა, ნებისმიერი რეფორმა არის განაჩენი. რა უფლებით ეხებიან ისტორიას დიალოგის გარეშე? უნივერსიტეტი ეკუთვნის სტუდენტს, პროფესორს და მეცნიერებას, და არა ბიუროკრატიას. ავტონომია არის ჩვენი უფლება, და არა საჩუქარი, რომელსაც უკან წაიღებენ - წაგვართმევენ!

David Greve (Tbilisi, 2026-01-31)

#1435

გაუქმდეს უნივერსიტეტების გაერთიანების პროცესი.

სოფიკო გოგოლაძე (თბილისი, 2026-01-31)

#1436

მე არმინდა რო დავკეტო რუსულენოვანი ფაკულტეტი.
უკვე 4 წელი როგრ მე ჩამოვედი საქართველოში, და მიყვარს იქ ცხოვრება და კვლევება.
Что хочу сказать, я против закрытия нашего института, за время обучения в нем я выучил хорошо грузинский, а так же получаю высшее образование от профессиональных и сверх компетентных профессоров и преподавателей, в замечательной стране. Считаю кощунством и актом вандализма, закрывать русский сектор факультета Администирования в Бизнесе.

Gitinov Danial (Tbilisi, 2026-01-31)

#1437

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 104 წლიანი ისტორია იმსახურებს ჰქონდეს მომავალი და არ გაქრეს მისი სახელი

ნინი ნასყიდაშვილი (თბილისი, 2026-01-31)

#1439

Kkk

Goga Beridze (Batumski, 2026-01-31)

#1442

არ ვეთანხმები სტუ-ს შერწყმას თსუ-სთანნ

Lazare Lomsadze (Tbilisi, 2026-01-31)

#1445

ვეთანხმები უნივერსიტეტის პოზიციას

ლერი ცერცვაძე (თბილისი, 2026-01-31)

#1447

არ ვეთანხმები აღნიშნულ გადაწყვეტილებას და ვუერთდები სტუ ს ერთიან გუნდს.

Tornike Kveselava (Tbilisi, 2026-01-31)

#1479

ჩემი ხემოწერით მინდა დავაფიქსირო ჩემი პოზიცია ზემოთ ხსენებული ორი უნივერსიტეტის შესაძლო გაერთიანებასთან დაკავშირებით!!!
წინააღმდეგი ვარ რადგან ეს გამოიწვევს არსებულს სტუდენტებსა და ახალ თაობაში სწავლის მოტივაციის დაქვეითებას, ცოდნის დონის შემცირებას და მათი სტატუსის დაქვეითებას!!!

Nika Turmanidze (Batumi, 2026-01-31)

#1482

ხელს ვაწერ პეტიციას და ვემიჯნები საქართველოს ტექნიკური უნოვერსიტეტის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გაერთიანებას. ჩვენ ერთი ოჯახი ვართ და არავის აქვს უფლება ეს ოჯახი დაანგრიოს დაშალოს და პროგრესული მომავლის საშუალება წაგვართვას. სადაც ჩემი უნივერსიტეტია იქ მეც ვარ.წარმატების საწინდარი სწორი განათლებაა. ნუ შეგვიშლით ხელს მივიღოთ განათლება დავისწავლოთ ის ღირებულებები და ფასეულობები რომელიც არცერთ უნივერსიტეტში არ ისწავლება.

მარიამ დადიანი (თბილისი, 2026-01-31)

#1485

მე ჩავაბარე ტექნიკურ უნივერსიტეტში და მინდა ავიღო ტექნიკური უნივერსიტეტოს დიპლომი. არ მინდა წაართვას ის ღირებულებები რაც 104 წლის განმავლობაში ღირსეულად ჰქონდა და ემატებოდა.

Lizi Edisherashvili (Tbilisi, 2026-01-31)

#1498

არ ვეთანხმები უნივერსიტეტების გაერთიანების ინიციატივასა და პროექტს.

ვანო ჭიაურელი (თბილისი, 2026-01-31)

#1500

I'm singing because...

Giorgi Razmadze (Tbilisi, 2026-01-31)

#1505

ვემიჯნები იმ ფაქტს, რომ თსუ და სტუ გაერთიანდეს! საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 104 წლიანი ისტორია არ დაიკარგება!

თამარ ლომსაძე (თბილისი, 2026-01-31)

#1519

104 წლიანი ისტორია

ნიკოლოზ ფერაძე (თბილისი, 2026-01-31)

#1523

დიდად ,აღელვებს საქართველოში ტექნიკური განათლების მოსპობის საფრთხე, რისკენაც ისედაც დიდი ხანია მივიწევთ...

Giorgi Mtchedlishvili (2026-01-31)

#1527

თესეუელი ინჟინერი ვერ იარსებებს!

gigi gorelishvili (tbilisi, 2026-01-31)

#1551

ვუერთდები პეტიციას,რადგან მიმაჩნია,რომ თსუ-სა და სტუ-ს(გეპეი)გაერთიანება საფრთხეს უქმნის ამ ორი უნივერსიტეტის ავტონომიას,მათ განსხვავებულ აკადემიურ ტრადიციებსა და სწავლების სპეციფიკას.თითოეულ მათგანს აქვს თავისი უნიკალური პროფილი,რომელთა ხელოვნური შერწყმა გამოიწვევს ხარისხის დაქვეითებას და ბიუროკრატიულ ქაოსს. მე როგორც საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტი როდესაც აქ ჩავაბარე მე ავირჩიე კონკრეტული გარემო,კონკრეტული აკადემიური ტრადიცია და კონკრეტული მომავალი.ამ ინიციატივით კი სახელმწიფო გვართმევს არჩევანის თავისუფლებას და საფრთხის ქვეშ აყენებს ჩვენს სტუდენტურ იდენტობას.მსგავსი გადაწყვეტილებები ჩვენს ზურგს უკან არ უნდა მიიღებოდეს!სტუდენტების აზრი,რომლებიც ამ უნივერსიტეტის მთავარი მამოძრავებელი ძალაა,არავინ იკითხა.ამიტომაც კატეგორიულად ვეწინააღმდეგები თსუ- ს და სტუ-ს გაერთიანებას რადგან უნივერსიტეტი არ არის მხოლოდ შენობა ან იურიდიული პირი-ეს ჩვენი არჩევანი და იდენტობაა!

ანდრო ყიზილაშვილი (Tbilisi, 2026-01-31)

#1552

ეს არ იქნება ჩემი ბოლო ხელმოწერა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლის სახელით!

თეა თოდუა (თბილისი, 2026-01-31)

#1563

ხელს ვაწერ პეტიციას რადგან ვფიქრობ, რომ საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა არ უნდა დაკარგოს იდენტობა რომელიც საუკუნეზე მეტს ითვლის!!!

Saba Lelashvili (Tbilisi, 2026-01-31)

#1575

I am signing this petition because Georgian Technical University is a fundamental part of Georgia’s history and identity. It has produced generations of engineers and innovators who built this country. Treating it as something that can simply be merged away shows a complete disregard for its legacy and achievements.
It is unacceptable to even consider a future where Georgia no longer has its own technical university. This is not administrative reform, it is the erasure of national heritage. Georgia should protect its institutions, not dismantle them.

Ketevan Kharashvili (Brussels, 2026-01-31)

#1576

ხელს ვაწერ რადგან არ უნდა გაერთიანდეს ტექნიქნიკური უნივერსიტეტი თსუსთან

Koba Kvinikadze (Tbilisi, 2026-01-31)

#1581

მე მიყვარს ჩემი უნივერსიტეტი.

არჩილ ჩხიკვიშვილი (2026-01-31)

#1582

მ. ლომიშვილი

Maia Lomishvili (Tbilisi, 2026-01-31)

#1595

ვარ სტუ-ის კურსდამთავრებული და პროფესორი

ზურაბ ლომსაძე (თბილისი, 2026-01-31)

#1598

ჩვენ, ქვემოთ ხელმომწერი სტუდენტები და აკადემიური საზოგადოების წევრები, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესაძლო შერწყმას და ვაცხადებთ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს ქართული ტექნიკური განათლებისთვის.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არ არის უბრალოდ საგანმანათლებლო დაწესებულება — იგი არის ტექნიკურ-საინჟინრო განათლების საყრდენი, რომელსაც აქვს საკუთარი ისტორია, აკადემიური მისია და პასუხისმგებლობა ქვეყნის განვითარებაზე. მისი შერწყმა სხვა უნივერსიტეტთან ნიშნავს:

უნივერსიტეტის აკადემიური ავტონომიის ფაქტობრივ გაუქმებას;

ტექნიკური და საინჟინრო მიმართულებების მარგინალიზაციასა და დასუსტებას;

სასწავლო პროგრამების ფორმალურ გაერთიანებას, რაც გამოიწვევს განათლების ხარისხის გაუარესებას;

სტუდენტების უფლებების იგნორირებას და მათ მომავალთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებას მათი მონაწილეობის გარეშე;

აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის პროფესიული სტაბილურობის შერყევას.

ჩვენ მიუღებლად მივიჩნევთ, რომ ასეთი მასშტაბის და მნიშვნელობის საკითხი განიხილება დახურული პროცესის ფარგლებში, სტუდენტებთან, ლექტორებთან და აკადემიურ საზოგადოებასთან რეალური კონსულტაციების გარეშე. ეს ეწინააღმდეგება როგორც უნივერსიტეტის ავტონომიის პრინციპს, ისე დემოკრატიული მართვის საფუძვლებს.
ამასთან დაკავშირებით მკაფიოდ და ერთხმად მოვითხოვთ:

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შერწყმის პროცესის დაუყოვნებლივ შეჩერებას;

საკითხის საჯარო და გამჭვირვალე განხილვას სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის სრული ჩართულობით;

უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის განვითარებას მხოლოდ პარტნიორობისა და არა შერწყმის გზით;

სტუდენტების უფლებების, განათლების ხარისხისა და უნივერსიტეტის დამოუკიდებლობის დაცვას.

ვაცხადებთ, რომ არ დავუშვებთ გადაწყვეტილებების მიღებას ჩვენი მონაწილეობის გარეშე და გავაგრძელებთ ჩვენი პოზიციის მშვიდობიან, კანონიერ და თანმიმდევრულ დაცვას.

უნივერსიტეტი ეკუთვნის სტუდენტებს.განათლება არ არის ადმინისტრაციული ექსპერიმენტი.ტექნიკური უნივერსიტეტი უნდა დარჩეს დამოუკიდებელი.

ნაბი გუსეინოვი (თბილისი, 2026-01-31)

#1599

მე, ქვემოთ ხელმომწერი, გამოვხატავ ჩემს პოზიციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესაძლო შერწყმის საკითხთან დაკავშირებით.

ვაცხადებ, რომ არ ვუჭერ მხარს აღნიშნული უნივერსიტეტების შერწყმას, ვინაიდან ეს პროცესი შესაძლოა უკავშირდებოდეს მნიშვნელოვან ნეგატიურ შედეგებს როგორც აკადემიური გარემოსთვის, ისე სტუდენტებისა და პერსონალის ინტერესებისთვის.

კერძოდ, შერწყმის შედეგად შესაძლებელია:
• საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური იდენტობის შესუსტება ან დაკარგვა, რადგან იგი ისტორიულად ორიენტირებულია ტექნიკურ, საინჟინრო და ტექნოლოგიურ მიმართულებებზე, რაც მკაფიოდ განსხვავდება სხვა უნივერსიტეტების პროფილისგან;
• სასწავლო პროგრამების სტრუქტურული დარღვევა, მათ შორის ტექნიკური სპეციალობების შემცირება, გაერთიანება ან პრიორიტეტების ცვლილება;
• მართვის სისტემის გართულება და ბიუროკრატიის ზრდა, რაც უარყოფითად აისახება გადაწყვეტილებების მიღების სისწრაფესა და ეფექტიანობაზე;
• სტუდენტების აკადემიური და სოციალური მდგომარეობის გაუარესება, მათ შორის სასწავლო პირობების, ადმინისტრაციული მომსახურების და დიპლომის სპეციფიკის გაურკვევლობა;
• აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისათვის სამუშაო პირობების არასტაბილურობა, რაც შესაძლოა გამოიხატოს კადრების შემცირებაში ან სტატუსის ცვლილებაში.

ვფიქრობ, რომ უფრო მიზანშეწონილია უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის, ერთობლივი პროექტებისა და აკადემიური პარტნიორობის განვითარება, მათი ინსტიტუციური დამოუკიდებლობის შენარჩუნებით, რაც გაცილებით ეფექტურად დაიცავს როგორც განათლების ხარისხს, ისე ეროვნული საგანმანათლებლო სისტემის მრავალფეროვნებას.

აღნიშნული განცხადება წარმოადგენს ჩემს პირად, გააზრებულ და პასუხისმგებლობით ჩამოყალიბებულ პოზიციას.

ნაბი გუსეინოვი (თბილისი, 2026-01-31)



Paid advertising

PetitionOnline.uk will advertise this petition to 3000 people.

Learn more...